კომპანია „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ გლობალური უსაფრთხოების დღე აღნიშნა

კომპანიაეიპიემ ტერმინალს ფოთმა გლობალური უსაფრთხოების დღე აღნიშნა. ფოთის პორტში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა. ჩატარდა სახანძრო სწავლება, მოეწყო სესია კონტეინერიზებული ტვირთებისა და ტვირთთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ.

წლევანდელი გლობალური უსაფრთხოების დღის თემა იყო ,,უფრო უსაფრთხოდ და ძლიერად, ერთად“, რაც მიზნად ისახავდა  მაერსკის ყველა ბრენდის ერთი მიზნისკენ სწრაფვას, უსაფრთხო და ეფექტიან ოპერირებას. გლობალური უსაფრთხოების დღე მსოფლიო მასშტაბით 130 ქვეყანაში აღინიშნება.