სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ იდეას, რომ „თბილისი მოლთან“ დღეს აქციის მონაწილეებმა ერთდროულად გამოიძახონ ტაქსები და შექმნან საავტომობილო კოლაფსი, „ბოლტში“ დასაქმებულები ეხმაურებიან. მძღოლები ამბობენ, რომ ამ პერფორმანსს ემიჯნებიან და მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. მათ ეს განცხადება რესპუბლიკის მოედანზე გააკეთეს, სადაც სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია გამართეს.