კომპანია „ავიატორი პლუსის“ პრესკონფერენცია

ყაზბეგში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ, „აჭარა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის „ავიატორი პლუსის“ წარმომადგენლები პრესკონფერენციას მართავენ. ეს არის პირველი ოფიციალური განცხადება ავიაკატასტროფის შემდეგ. ყაზბეგში „აჭარა ჯგუფის“ კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი ამერიკულ-კანადური წარმოების იყო, რომელიც 2018 წელს არის გამოშვებული.

კომპანია „ავიატორი პლუსის“ თანამშრომლები მცხეთის პოლიციის სამმართველოში უკვე დაკითხეს. გამოკითხულთა შორის იყო კომპანიის დირექტორიც. ჩვენ ახლა შეგვიძლია „ავიატორი პლუსის“ დირექტორის მოადგილის განცხადება მოვისმინოთ.