კომპანია „ავიატორ პლუსის“ განცხადება

ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელი კომპანიის „ავიატორი პლიუსის“ ხელმძღვანელობა მომხდარ ავიაკატასტროფაზე გავრცელებულ ცნობებს დეზინფორმაციას უწოდებს. გიორგი მოლოდინაშვილმა ავიაკატასტროფაზე დღეს დამატებითი განმარტებები გააკეთა. მისი განცხადებით, ვერტმფრენს, რომელიც მაღალი კლასის ტექნოლოგიებით იყო აღჭურვილი, ყველა შესაბამისი აღჭურვილობა გააჩნდა, თუმცა შავი ყუთი მსგავსი ტიპის ვერტმფრენებისთვის გათვალისწინებული არ არის.

ასევე, მოლოდინაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოსდა ვერტმფრენში მესამე პირი წონის დაბალანსების მიზნით იმყოფებოდა. ასევე, „ავიატორი პლიუსის“ დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს პილოტს ამ ვერტმფრენით ერთ-ერთი რეისის შესრულებისას, საეჭვო ხმები ესმოდა. ვერტმფრენის მფლობელი კომპანიის ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ საფრენ აპარატს ყველა შესაბამისი ტექნიკური შემოწმება გავლილი ჰქონდა და მას ბოლო შემოწმება 22 მაისს ჩაუტარდა.

 

დატოვე კომენტარი