კომპანია "ამაზონის" დამფუძნებელი დოკუმენტების არმქონე ემიგრანტების სტიპენდიებს დააფინანსებს

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, დოკუმენტების არმქონე ემიგრანტების სტიპენდიებს დააფინანსებს. კომპანია “ამაზონის” დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი და მისი მეუღლე სტიპენდიებისთვის 33 მილიონ დოლარს გამოყოფენ.

ბეზოსი „მეოცნებეებს“ უფრო მეტი ოცნების შესაძლებლობას აძლევს. სიტყვა „მეოცნებეები“ ნიშნავს იმ ადამიანებს, რომლებიც ამერიკაში არალეგალურად ბავშვობის ასაკში მოხვდნენ. კვირის დასაწყისში ბეზოსი “ფეისბუქის” დამფუძნებელს და “ეფლის” გენერალურ დირექტორს შეუერთდა, რომლებმაც კონგრესს წერილით მიმართეს და „მეოცნებეების“ დაცვა მოითხოვეს.

გიგანტური კომპანიების ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა ემიგრანტების დეპორტაცია მათ სამუშაო ძალას საფრთხეს უქმნის.

 

დატოვე კომენტარი