კომერციული არბიტრაჟი საქართველოში

საერთაშორისო არბიტრაჟში ბიზნესდავების განხილვა, შესაძლოა, საქართველოშიც გახდეს შესაძლებელი.

ქვეყანაში საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის რეგიონული ცენტრის გახსნის პერსპექტივაზე პრემიერი საუბრობს. ეს კი ბიზნესმენებს საშუალებას მისცემს, სასამართლოს ინსტანციებში გაჭიანურებული კომერციული დავები მოკლე დროში გადაწყვიტონ.

ამ დროისთვის ქართული მხარე საერთაშორისო ორგანიზაციასთან მოლაპარაკებების ეტაპზეა.