კომედიის თეატრალური ფესტივალი
რუსთავში კომედიის თეატრალური ფესტივალი დასრულდა. ცხრა დღის განმავლობაში რუსთავის დრამატულმა თეატრმა ათ დასს უმასპინძლა. ზურაბ ბერიკაშვილის სახელობის პრემია საუკეთესო მსახიობ მამაკაცს ანდრია ვაჭრიძეს გადაეცა. საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო მარიამ მღებრიშვილს ერგო. წელს პირველად დაწესდა დრამატურგისა და მთარგმნელის, თამაზ გოდერძიშვილის სახელობის პრიზი საუკეთესო დრამატურგისთვის და ის თავისუფალ თეატრს გადაეცა.