კომედიის თეატრალური ფესტივალი
რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრი კომედიის თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს.
დღეიდან მომდევნო ათი დღის განმავლობაში მაყურებელს დაუვიწყარი სპექტაკლების სერია ელოდება. ფესტივალი კი მასპინძელი დასის პრემიერით გაიხსნა. „ფრინველები“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელზეც რუმინელმა რეჟისორმა, ანტონელა კორნიჩმა იმუშავა. არისტოფანეს მიერ ძველ წელთაღრიცხვამდე შექმნილი პიესა რუსთავის თეატრის სცენაზე თანამედროვე ინსცენირებით შესრულდა. კომედიის ფესტივალი უკვე 12 წელია აქტიურად ტარდება და მისი მიზანი საქართველოში კომედიური ჟანრის განვითარების ხელშეწყობაა.
რუსუდან ლოლაძე დეტალებით.