„კომაროვის მათემატიკის ფესტივალის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია

„ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში „კომაროვის მათემატიკის ფესტივალის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საუკეთესოები ორ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ. მეცხრე, მეათე კლასების ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება მწიგნობართუხუცესის სკოლის“ გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეშვიდე, მერვე კლასების ასაკობრივ კატეგორიაში „არქიმედეს სკოლის“ გუნდმა. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ სკოლები როგორც საქართველოს დედაქალაქიდან, ისე სხვა ქალაქებიდან.

ფესტივალის ყველა მონაწილესა და გუნდის ხელმძღვანელს გადაეცა სერტიფიკატები. ორივე კატეგორიაში გამარჯვებულებს კი სხვადასხვა სახის ჯილდოები. პროექტის მიზანია მათემატიკის პოპულარიზაცია და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.