კოლხური ბზის შეწამვლის სამუშაოები

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ნაქერალას უღელტეხილზე, კოლხური ბზის შეწამვლის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ინვაზიური მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოები 2016 წლიდან დაიწყო. ასევე ეროვნული სატყეო სააგენტო კოლხური ბზის გამრავლებისა და ბუნებაში დაბრუნების ღონისძიებებსაც ახორციელებს.