კოლხი მედეას ოთახი 

თბილისის ცნობილ სასახლეში ახალი საექსპოზიციო სივრცე გაიხსნება.

კოლხი მედეას დარბაზი იმ ესკიზებით მოიხატება, რომელთა ფრაგმენტები ხელოვნების სასახლის კედლებზე, ნაწილი კი დოკუმენტური სახით იპოვეს. არგონავტების კოლხეთში მოგზაურობის სცენების მოხატვის პროცესი ფინალურ ეტაპზეა.

წარსულში მოხატული დარბაზის განახლება სპეციალისტების ჩართულობით მიმდინარეობს. ხელოვნების სასახლის ადმინისტრაციამ მოხატვის პროცესში მსოფლიოში კარგად ცნობილი გალერეების ისტორიული მასალები გამოიყენა. კოლხი მედეას დარბაზს დამთვალიერებელი უახლოეს მომავალში ნახავს.