კობი-გუდაურის საბაგირო გზა

უამინდობის გამო გადაიდო კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგიროს გახსნის ცერემონია, რომელიც ხვალისთვის იგეგმებოდა.

ზვავსაშიშროების და გზის ჩაკეტვის შემთხვევაში მომავალში სწორედ ახალი საბაგიროთი შეძლებენ ტურისტები და ადგილობრივები კობიდან გუდაურისკენ ან პირიქით გადაადგილებას.

გონდოლებს ტურისტულის გარდა სატრანსპორტო დანიშნულებაც ექნება. ქართულ-ფრანგული პროექტი თითქმის რვაკილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს.