კობი-გუდაურის საბაგირო გზა

გუდაურში სათხილამურო სეზონს ახალი საბაგირო გზით ხვდებიან. 7-კილომეტრნახევრიანი გზა, რომელიც გუდაურს კობთან 111 გონდოლის მეშვეობით დააკავშირებს, არა მხოლოდ მოთხილამურეებსა და დამსვენებლებს მოემსახურება, არამედ მას ტრანსპორტის დანიშნულებაც ექნება.

ახალი საბაგირო გზა სამი სადგურისგან შედგება, გუდაურის სათხილამურო ტრასებზე მოხვედრა კობიდანაც იქნება შესაძლებელი. საბაგირო გზის გახსნას დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ, რომლებმაც სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. უკვე არსებობს კობის განაშენიანების გეგმაც, რომელშიც მსოფლიო ბანკიცაა ჩართული და რომელმაც კობში დამატებითი ინვესტიციები უნდა მოიზიდოს.