კობი-გუდაურის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

18:15, 17.11.2018

ზვავსაშიშროებაა ამ დროისთვის კობი-გუდაურის გზაზე, რის გამოც ამ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. შესაბამის მონიტორინგს ადგილზე ამ დროისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი ახორციელებს.

მათი განმარტებით, კობი-გუდაურის მონაკვეთზე ვითარება იმდენად რთულია, რომ გზაზე გაწმენდითი სამუშაოების დაწყებაც არ არის რეკომენდებული.

მსგავსი