კობახიძის განცხადება

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის არ დასახელებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება პრაქტიკულად მისი მხრიდან იმის გაცხადებაა, რომ ელოდება, როდის მიიწურება მისი უფლებამოსილების ვადა“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტის ნაბიჯი ყველამ უარყოფითად შეაფასა.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე კონსენსუსი ვერ შედგა. მისი თქმით, ასეთ ვითარებაში კანდიდატურის დასახელება იქნებოდა „დასახელება დასახელებისთვის“.