კობა წაქაძის 91 წლის იუბილე

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ლეგენდარულ ქართველ თხილამურებით ტრამპლინიდან მხტომელს, კობა წაქაძეს 91 წლის იუბილე მიულოცა.

მინისტრმა ვეტერან სპორტსმენს, ქართული სათხილამურო სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. კობა წაქაძე ოთხი ოლიმპიადის მონაწილეა. მან საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა ექვსჯერ იზეიმა და სამჯერ საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი გახდა. კარიერის განმავლობაში მან 54 შეჯიბრებაში გაიმარჯვა. კობა წაქაძე სპორტის დამსახურებული ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერია.