კობა კოშაძის სასამართლო

საქალაქო სასამართლოში იარაღის უკანონო შეძენვა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული კობა კოშაძის პროცესი გაიმართა.

სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი სამი მოწმე დაიკითხა. პროკურის ინფორმაციით, მათ შორის იყო ის სამართალდამცველი, რომელმაც კოშაძის ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღი იპოვნა. პროცესზე ნაჩვენები იყო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც კოშაძის ავტომობილით გადაადგილებას ასახავდა. დაცვის მხარის განცხადებით კოშაძეს იარაღი ჩაუდეს და დაკავების რეალური მიზეზი ირაკლი ოქრუაშვილთან მეგობრობაა.