კობა კოშაძის სასამართლო პროცესი

ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის კობა კოშაძის პროცესზე. პოლიციის თანამშრომელმა კოშაძის მანქანის ჩხრეკის, იარაღის ამოღების და დაკავების დეტალებზე ილაპარაკა. დაცვის მხარემ კი შუამდგომლობა დააყენა პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს კორესპონდენციის ჟურნალის ამოღების თაობაზე. ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის განმარტებით, საქმეში თარიღები გაყალბებულია, ჟურნალის ჩანაწერი კი დაადასტურებს ამ ფაქტს. კობა კოშაძეს გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

შემდეგი სხდომა საქმეზე 6 იანვარს ჩაინიშნა.

დატოვე კომენტარი