კობა კოშაძის საქმე

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი, კობა კოშაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა მას გირაოთი პროკურატურის შუამდგომლობით შეეცვალა. კოშაძეს მოსამარლემ 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. კოშაძე აცხადებს, რომ მას იარაღი სამართალდამცავებმა ჩაუდეს, განსხვავებულია ბრალდების პოზიცია. პროკურატურის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს კოშაძის ბრალეულობას.