კოალიციის ფორმირება გერმანიაში

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, გერმანიის  საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ახლა ქვეყნის პრეზიდენტი. ამ ადამიანმა განმეორებითი არჩევნების წინაშე მდგარ, პოლიტიკურ ჩიხში შესულ ანგელა მერკელს ქვეყნის სათავეში დარჩენის კიდევ ერთი, თეორიული შანსი მისცა და საკუთარ პარტიასთან – სოციალ-დემოკრატებთან, კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხზე  უშუამდგომლა.

კანცლერობისკენ უკვე მეოთხედ მიმავალი გზა ამჯერად გაცილებით რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა.

შეძლებს თუ არა მენტორის, ჰელმუტ კოლის რეკორდული ოთხი ვადის განმეორებას ქვეყნის ისტორიაში  ერთადერთი ქალი ლიდერი? ანგელა მერკელის ბედი ჯერ კიდევ უცნობია.