„კოალიცია თანასწორობისთვის“ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა მხრიდან, ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე საუბრობს

სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები – ამ თემაზე  “კოალიცია თანასწორობისთვის” წარმომადგენლებმა დღეს გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, მათთვის  ექვსი ასეთი შემთხვევაა ცნობილი.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან საქმეებზე არაეფექტურ რეაგირებაზეც საუბრობენ.

ისინი ითხოვენ ძალადობის ორი მსხვერპლისთვის სახელმწიფომ მიიღოს დაუყოვნებელი ღონისძიებები, რათა მოხდეს მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვა. ეს ორივე საქმე არის ორგანიზაცია საფარის წარმოებაში.

ორივე საქმის შემთხვევაში, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სავარაუდო მოძალადე არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, ან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებული პირი.