კოალიცია - განხეთქილების თუ გაერთიანების საბაბი

გაერთიანება თუ კოორდინაცია – როგორია სამოქმედო სტრატეგია და მიიღებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას? ოპოზიციურ სპექტრში კვლავ უთანხმოებაა. მოიტანა თუ არა სარგებელი სალომე ზურაბიშვილის „წინააღმდეგობის პლატფორმამ“, რა პერსპექტივებს ხედავენ მასში ოპოზიციის ნაწილი და როგორია მათი პოზიცია.

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ამ ეტაპზე საუკეთესო გამოსავალს სწორედ ყოფილი პრეზიდენტის გაერთიანებაში ხედავს. მიუხედავად ზურაბიშვილის პლატფორმის დატოვებისა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხარს ერთობას უჭერენ და თავს კვლავ ოპოზიციის ეპიცენტრში მიიჩნევენ. „გახარია-საქართველოსთვის“ გამორიცხავს ყოველგვარ ერთობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და საკუთარ თავს რომელიმე კოალიციაში არ განიხილავს. „ძლიერ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ გამოსავალი კოორდინაციაშია და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, სამთავრობო კოალიციად სწორედ სალომე ზურაბიშვილის გარშემო გაერთიანებული პარტიები უნდა გარდაიქმნას.

ნათია ქენქაძის სიუჟეტი.