ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესა და მეგობარი აქტის ავტორს, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები. მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ამერიკაში ვიზიტით იმყოფებიან. ჯო უილსონს ოთხი ოპოზიციური გაერთიანების ერთობლივი დოკუმენტი გადასცეს და მოთხოვნები გააცნეს. პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სხვადასხვა შეხვედრებზე დადასტურდა მხარდაჭერა, პირველ რიგში, ქართველი ხალხის მიმართ, ასევე აღინიშნა, რომ კრიზისის განსამუხტად საქართველოში საჭიროა ახალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები და რაც ყველაზე მთავარია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.