კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ბოლო დღეებში, თბილისსა და ბათუმში, აქციის მონაწილეთა დაკავებას გამოეხმაურა და ამ პროცესს რეპრესიები უწოდა.
კოალიციის ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დაკავებულებს შორის არიან მათი თანაგუნდელებიც. ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ რეპრესიული პოლიტიკის გატარებაში ხელს უწყობს სასამართლოში არსებული ე.წ, გავლენიანი ჯგუფი. კოალიციის ლიდერის განმარტებით, ქვეყანაში ჩატარებული ახალი არჩევნების შემდეგ, ყველა ასეთი მოსამართლე კანონის წინაშე აგებს პასუხს.