კოალიციის „დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ განცხადება

პარლამენტის თავმჯდომარესთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შემუშავებისათვის შექმნილი სამუშაო ფორმატი დატოვა კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვრივალე მართლმსაჯულებისთვის.“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი მათ მიერ შეთავაზებული პროცედურებისა და კრიტერიუმების გაუთვალისწინებლობაა.

მესამე სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, ფორმატი არ ემსახურება რეალურ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობას. კოალიციაში აცხადებენ, რომ მათ პარლამენტის თავმჯდომარისთვის ჰქონდათ შეთავაზებული 5 პრინციპი, რაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო კანონპროექტის შემუშავებისას, თუმცა ირაკლი კობახიძეს მათ გათვალისწინებაზე მზაობა არ გამოუთქვამს.