„კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებას ავრცელებს

ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზებზე კოალიციამ „ცვლილებისთვის“ განცხადება გაავრცელა,  სადაც ნათქვამია „ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და არცერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს, რაც რეჟიმის მხრიდან რუსული პროპაგანდის სტილში უკვე გამოიყენება მათი ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ქმედებების ლეგიტიმაციისთვის. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ეუთო/ოდირის ოფიციალური დასკვნით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა ძირი გამოუთხარა საზოგადოების ნდობას პროცესისადმი. სწორედ ამიტომ, ჩვენ უარი ვთქვით აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა.“.- აცხადებს კოალიცია ცვლილებისთვის.