აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. უწყებასთან „კოალიცია ,ცვლილებებისთვის“ ლიდერები და წევრები შეიკრიბნენ, ადგილზე იმყოფებოდნენ მოქალაქეებიც. მათ დემონსტრაციების დროს დაშავებულთა სურათებიც მიიტანეს. კიდევ ერთი მოთხოვნაა იმ სამართალდამცავების პასუხისგებაში მიცემა და დასჯა, რომლებმაც აქციის მონაწილეებზე იძალადეს.