კოაბიტაცია - შეცდომა თუ აუცილებლობა

ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს „ქართული ოცნების” გენერალური მდივანიც. კახა კალაძე ერთ-ერთ ასეთ შეცდომად კოაბიტაციას ასახელებს.

საუბარია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდგომ ერთ წელზე, როდესაც პრეზიდენტის პოსტს ოპოზიციაში გადასული მიხეილ სააკაშვილი იკავებდა.

თბილისის მერის აზრით, პროცესი მაშინ მოქალაქეებს სათანადოდ არ განუმარტეს, ოპონენტებმა კი ის ისევ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენეს.

მმართველი პარტიის გენერალური მდივნის რეზონანსული განცხადების შემდეგ პოლიტიკურ წრეებში აქტუალური გახდა კითხვა: რა იყო კოაბიტაცია – შეცდომა თუ აუცილებლობით მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. თანაგუნდელები კახა კალაძის პოზიციას იზიარებენ და აღიარებენ, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით ხელისუფლება ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო.