კლუბი „აპოლო“ ახალ ეტაპზე გადადის
სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ქართული წყალბურთისთვის მნიშვნელოვან სიახლეს ჩაეყარა საფუძველი. ბელგრადში საქმიანი ვიზიტით წყალბურთის კლუბ „აპოლოს“ წარმომადგენლები იმყოფებიან. კლუბის პრეზიდენტმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა რეგიონალური ლიგის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა. მოლაპარაკების მთავარი მიზანი, საკლუბო დონეზე „აპოლოს“ ევროპის უძლიერეს ლიგაში მონაწილეობაა, სადაც სერბეთის, ხორვატიის და მონტენეგროს წამყვანი გუნდები ასპარეზობენ.