კლუბების შემოწმების საქმე

12 მაისს, კაფე „გალერისა“ და კლუბ „ბასიანში” სპეცოპერაციისას დაკავებული ქეთი მურუსიძე პატიმრობაში რჩება.

მის საქმეზე საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა დაიწყო. მოსამართლემ ადვოკატის მიერ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე დაყენებული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მურუსიძეს თაღლითობა და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-გასაღება ედება ბრალად. ნარკოტიკების გასაღების ეპიზოდში ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, თუმცა თაღლითობის ეპიზოდს აღიარებს.

პატიმრობაში დატოვა მოსამართელმ კაფე „გალერის“ დაცვის ყოფილი უფროსი ვიქტორ ჟამუტაშვილი. საქალაქო სასამართლოში მისი საქმის არსებითი განხილვაც დაიწყო.

12 მაისის ოპერაციის დროს სამართალდამცავებმა სულ 8 მოქალაქე დააკავს. 8-ვეს გამოძიება ნარკოტიკებით ვაჭრობას ედავება. დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან.