კლინიკის რეაბილიტაცია ქუთაისში

ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ კლინიკაში, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.  ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულებაში სრულად გარემონტდა საოპერაციო ბლოკი, რეანიმაციული და ქირურგიული განყოფილებები, აღიჭურვა თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით. ახლად რეაბილიტირებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა აუცილებელი პროცედურა, რათა კლინიკამ მიიღოს შესაბამისი ნებართვა და სრულფასოვნად დაიწყოს ფუნქციონირება.