დღეს პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით განიხილავენ ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. პროექტი სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ახლებურ რეგულაციებს ეხება. საკანონმდებლო პაკეტით იზრდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება. კრიტიკულია ხელისუფლების ოპონენტების შეფასებები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კანონპროექტის განხილვის დროს დოკუმენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული მათი შენიშვნების დიდი ნაწილი არ გაითვალისწინეს.