ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი გრძელდება, ამ ეტაპზე თითქმის ყველა კლინიკამ, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, საერთაშორისო აკრედიტაცია და შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო. სამედიცინო დაწესებულებები კი რომლებიც სერტიფიცირების პროცესს ამ ეტაპზე გადიან გონივრული ვადა აქვთ მიცემული. კერძო კლინიკებთან ერთად ცოტა ხნის წინ საერთაშორიო სერტიფიკატი მიიღო და ყველა საერთაშორისო სტანდარტი დააკმაყოფილა ქვეყნის ოთხმა სახელმწიფო კლინიკამ. რეფორმის მიზანი, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფასთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვაა.