საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემის ამოქმედების შედეგად პაციენტის თანაგადახდა 27%-დან 10%-მდე შემცირდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. DRG-ის შედეგები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეაჯამეს, სადაც აღინიშნა, რომ აუცილებელია ამ მოდელის გაფართოება.
ცნობილი გახდა, რომ წლის ბოლომდე DRG-სისტემა მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზეც ამოქმედდება. ახალი სისტემა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, და გეოგრაფიული მდებარეობა.