კლინიკა „ლანცეტის“ საქმე

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორის, ფარმან ჯეირანლის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 8 თებერვალს გამოაცხადებს. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

გამოძიების ინფორმაციით, კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, ოპერაცია არალიცენზირებულმა ექიმებმა ჩაატარეს.

ფარმან ჯეირანლის პაციენტებისთვის დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას და სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვას ედავებიან.

ფარმან ჯეირანლი 2017 წლის 22 მაისს დააკავეს. „ლანცეტის“ დირექტორის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს და ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი