„კლიმატის ელჩები“ ბაკურიანში
გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა – ამ თემებზე 50 ახალგაზრდა ერთი კვირის განმავლობაში მწვანე ბანაკში – „კლიმატის ელჩები“ მუშაობდა.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ბაკურიანში შეკრებილმა ახალგაზრდებმა, დარგის სპეციალისტებთან ერთად, გარემოსდაცვით საკითხებზე იმსჯელეს, მონაწილეობა მიიღეს თეორიულ და პრაქტიკულ აქტივობებში და ახალი ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.
ბანაკის მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პროექტების განხორციელების ხელშეწყობაა.