კლიმატის ცვლილება და საქართველოს სტრატეგია

ევროპის ნაწილში ანომალიური სიცხე კლიმატურ ცვლილებებს უკავშირდება. მათ შორის საუბარია „ელ ნინიოს“ სახელით ცნობილ გლობალურ კლიმატურ მოვლენაზე, რომელსაც აღმოსავლეთ ეკვატორული წყნარი ოკეანის წყლების დათბობას გულისხმობს და კლიმატზე სერიოზულ გავლენას ახდენს. საინტერესოა, როგორ აისახება ეს გლობალური ციკლური მოვლენა საქართველოზე, სადაც ზაფხულისთვის უჩვეულო და არამდგრადი ამინდებია. მკვეთრად მომატებული ტენიანობა და ნალექის სიჭარბე უკვე აისახა მოსავალზე და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე. სპეციალისტები ამერიკის და ევროპის ნაწილში დაფიქსირებულ ძლიერ სიცხეს საქართველოში ნაკლებად პროგნოზირებენ, თუმცა აგვისტოში თბილი მასების შემოდინებას და შესაბამისად, ტემპერატურის მატებას ელოდებიან.