კლიმატის ცვლილება და გახშირებული ხანძრები

კორონავირუსთან ერთად ქვეყანა ხანძრებსაც ებრძვის.

ბოლო ორ დღეში საქართველოში ცეცხლის 25-მდე კერა გამოვლინდა. მათი ნაწილი ჯერ ისევ არ არის ლიკვიდირებული. განსაკუთრებით რთული ვითარებაა გომის მთაზე, სადაც დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო. ხანძარი არცერთ დასახლებულ პუნქტამდე არ გავრცელებულა. ცეცხლი ძირითადად ტყის მასივებს და მინდვრებს მოედო. გახშირებულ სტიქიურ პროცესებს მოქალაქეთა დაუდევრობით და მაღალი ტემპერატურით ხსნიან.

დატოვე კომენტარი