სოფელ მღებრიანში მდებარე კლიკის ჯვრის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ძეგლის სარესტავრაციო პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გასულ წელს დააფინანსა. წელს კი „ფონდი ქართუს“ ძეგლთა რეაბილიტაციისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით, ისტორიული ძეგლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც არქეოლოგებისა და რესტავრატორების ზედამხედველობით გაწმენდითი და საკონსერვაციო სამუშაოები ხორციელდება. პროექტი ორეტაპიანია.