კლასიკური მუსიკის საღამო თბილისის ოპერის თეატრში
„საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო 1700“ – ამ პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი კლასიკური მუსიკის საღამო მზადდება, რომელსაც ხვალ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი უმასპინძლებს. დღეს გენერალური რეპეტიცია გაიმართა. კონცერტი ზვიად ბოლქვაძე დირიჟორობით გაიმართება, შესრულდება ჯუზეპე ვერდის რეკვიემი. შემსრულებლებს შორის იქნებიან იანო ალიბეგაშვილი, ოთარ ჯორჯიკია, რამაზ ჩიკვილაძე, ქეთევან ქემოკლიძე. ეს უკვე მეორე მუსიკალური ღონისძიებაა, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ეძღვნება. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაწყებული ფესტივალის ფარგლებში ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით წლის ბოლომდე არაერთი კონცერტი და კულტურული ღონისძიება იგეგმება.