ორ დღეში სიმფონიური მუსიკის კიდევ ერთი კონცერტი გაიმართება. ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი ახალგაზრდა მუსიკოსებს დაეთმობა. სტუდენტები სცენაზე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგებიან.
პროგრამა მრავალფეროვანია, შესრულდება რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი და ბეთჰოვენის მესამე სიმფონია. სიმფონიური მუსიკის კონცერტი მუსიკალურ კულტურულ ცენტრში 14 მარტს გაიმართება.