კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში
კლასიკური კონცერტები ბათუმში – საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მორიგი მუსიკალური საღამო გაიმართა. კონცერტში იტალიელი მევიოლინე, დირიჟორი – დამიანო ტონიეტი, ბანდო ნეონისტი – ფაბიო ფურია და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი მონაწილეობდნენ. საღამოზე მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები შესრულდა. ფესტივალი 21 აპრილს გაიხსნა და 24 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.