კლასიკური მუსიკის კონკურსი

სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში კლასიკური მუსიკის კონკურს-ფესტივალის, „მომავლის ვარსკვლავების“ საზეიმო დასკვნითი გალაკონცერტი და ნომინანტთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა სხვადასხვა სამუსიკო სასწავლებლის ახალგაზრდა მუსიკოსებმა მიიღეს.

პრიზიორები მაისსა და ივლისში ესპანეთში, იტალიასა და აზერბაიჯანში გასამართ საერთაშორისო კონკურსებზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან. ნოემბერში კი ბათუმში, სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ბახის მუსიკის ფესტივალზე დაუკრავენ.