კლასიკური მუსიკის კონცერტი მზიურის პარკში 

მზიურის ამფითეატრში კლასიკური მუსიკის კონცერტები ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ოპერის თეატრის წამყვანმა სოლისტებმა და ახალგაზრდა მომღერლებმა. კლასიკური მუსიკის კონცერტები თბილისის სკვერებში მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით ტარდება. ორგანიზატორი ოპერის თეატრის სოლისტთა ანსამბლი „სულიკოა“.