კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში

„კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში“- ახალი პროექტის პრეზენტაცია განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა.

პროექტის მიზანია ალტერნატიულ სივრცეებში – მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, გალერეებსა და სხვა ალტერნატიულ დარბაზებში კლასიკური მუსიკის კონცერტების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს მის პოპულარიზაციას, მსმენელის რაოდენობის გაზრდასა და ახალგაზრდების დაინტერესებას კლასიკური მუსიკით.

საღამოების პირველი ციკლი 18-24 დეკემბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები.