კლასიკური მუსიკის ფესტივალი წინანდალში

კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიხსნა ჭავჭავაძეების წინანდლის ისტორიულ მამულში, ფესტივალი წელს მეხუთედ იმართება. დაგეგმილია კლასიკური მუსიკის ცნობილი ქართველი და უცხოელი შემსრულებლების კონცერტები. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები, ვორქშოფები და სხვა საგანმანათლებლო პროგრამები. სპეციალურად ფესტივალისთვის შეიკრიბა პან-კავკასიური ორკესტრი, რომელშიც 7 ქვეყნის 77 ახალგაზრდა მუსიკოსია გაერთიანებული. გახსნით საღამოზე გამოჩენილმა პიანისტმა იეფიმ ბრონფ-მანმა დაუკრა. პან-კავკასიურ ორკესტრს ჯანანდრეა ნოზედა დირიჟორობდა. წინანდლის ფესტივალი 10 სექტემბერს დასრულდება.