კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში

„კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“, – ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელიც კლასიკური მუსიკის კონცერტების არასტანდარტულ გარემოში ჩატარებას გულისხმობს.

იდეის ავტორი კლასიკური მუსიკის ცენტრია, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი პიანისტი ელისო ვირსალაძეა.

პროექტის ფარგლებში ეროვნულ მუზეუმში ოთხი კონცერტი ჩატარდება, რა დროსაც კლასიკური ნაწარმოებების გარდა მსმენელი სასულიერო ქრისტიანულ მუსიკასაც მოისმენს.