„კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“- პროექტი დასრულდა

პროექტი „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში”, პოლონეთის ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრის კონცერტით დასრულდა. პროექტი ელისო ვირსალაძის კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, 6 დეკემბერს დაიწყო, რომელშიც საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და მსოფლიოში გამოჩენილი მუსიკოსები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება პოლონეთის კულტურისა და საქართველოს კულტურის სამინისტროების ხელშეწყობით განხორციელდა.