„კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“
„კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“ – ამ სახელწოდებით გაიმართა კამერული მუსიკის კონცერტი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში. მაყურებლის წინაშე კლასიკური ნაწარმოებებით წარდგნენ საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები ქართველი მუსიკოსები. პროექტი კლასიკური მუსიკის ცენტრმა, პირველად 2018 წელს განახორციელა. მას შემდეგ დედაქალაქის სხვადასხვა სივრცეში გამართულ მუსიკალურ საღამოებში, მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. კონცერტების ციკლს კლასიკური მუსიკის ცენტრი წარმოადგენს და ის საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.