კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეებში

სახვითი ხელოვნების მუზეუმის სივრცე კლასიკური მუსიკის საღამოებს ეთმობა. კონცერტებს ისრაელიდან და უკრაინიდან მოწვეული არტისტები წარმოადგენენ. „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“ – ხუთწლიანი ისტორიის მქონე ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.

უკვე 22 დეკემბერს კი ალტერნატიულ სივრცეში კონცერტს ქართველი ახალგაზრდა პიანისტი და კომპოზიტორი, ცოტნე ზედგინიძე გამართავს. ფესტივალი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.